4 აგვისტოს, მცხეთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ფეხბურთში სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, კოჯორში ,,ჯარის ბანაკში” გაემგზავრნენ.
„ჯარის ბანაკი“ საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტია, რომელიც მოსწავლეებს თავგადასავლებით სავსე, სახალისო და მრავალფეროვან შემეცნებით პროგრამას სთავაზობს.
მოსწავლეები ბანაკში საინტერესო, სხვადასხვა აქტივობებით დატვირთულ 5 დღეს გაატარებენ.
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას, ხელს უწყობს ახალგაზრდებში ცოდნის გაღრმავებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა სამოქალაქო უსაფრთხოება, საქართველოს თავდაცვის სისტემა, ქართული ჯარისა და თავდაცვის ძალების საქმიანობა.