მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი

მცხეთის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო. მასში ოთხმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა: ,,ციხისძირი“, ,,ძველი ქანდა“, „მუხრანი 1“ და „მუხრანი 2“.

შეხვედრები მუხრანში გაიმართა. გამარჯვება მუხრანის გუნდმა - „მუხრანი 1“ -მა მოიპოვა.  გამაჯვებული გუნდი მონაწილეობას, მიმდინარე თვის ბოლოს, რეგიონალურ ეტაპზე მიიღებს.

ჩემპიონატის მიზანია ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენა,  ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვირდება და პოპულარიზაცია საზოგადოებაში. 

საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი მიმდინარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს  ხელშეწყობით.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018