მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


2008 წლის აგვისტოს ომის მე-16 წლისთავი

2008 წლის აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, რწმუნებულის მოადგილეებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილეებმა - თამაზ ფოლოდაშვილმა და  გიორგი ბაჯაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კვახაძემ  და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალები და საფლავები  გვირგვინით შეამკეს. 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და მათ გმირი შვილების აღზრდისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს.

2008 წლის აგვისტოს ომში, მცხეთის მუნიციპალიტეტიდან გმირულად დაიღუპნენ: გია რომელაშვილი წინამძღვრიანთკარიდან , მამუკა ბეკურაშვილი ბიწმენდიდან , ირაკლი მორბედაძე ქსოვრისიდან, რეზო ახალკაცი და რეზო ალავერდაშვილი ნიჩბისიდან, ლევან მიდელაშვილი ახალგორიდან.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან და ქალაქის შემოსასვლელთან სახელმწიფო დროშა დაეშვა. 

სახელმწიფო დროშები, ასევე, დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

ფოტოები ვრცლად


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018