მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


გზის სარეაბილიტაციო გამოცხადებული ტენდერები

სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტში სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. 

მოსახლეობისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები, არსებული რესურსიდან და პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, ყველა ლოკაციაზე ეტაპობრივად ხორციელდება.

ამჟამად, უკვე დასრულებულია ტენდერი და გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებულია ხელშეკრულება, რის შედეგადაც მუხრანში შიდა საუბნო გზების ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დაიწყება. 

ასევე, გამოცხადებულია ტენდერები შემდეგი პროექტების შესასრულებლად: 

სოფ. მუხრანში შიდა საუბნო გზების - სამების სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი გზის - რეაბილიტაციის სამუშაოები. 

სოფ. წილკანში, ი.გ.პ დასახლებაში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია. 

ქ.მცხეთაში, დავით აღმაშენებლის ქუჩა N1-დან არსენას ძეგლთან მდებარე ხიდამდე, ტროტუარების საყრდენი კედლის მოწყობა. 

სოფ. წინამძღვრიაანთკარში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია. 

სოფ. ლელუბანში შიდა საუბნო გზის წყალამრიდი არხების რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სახელმწიფო შესყიდვა. 

სოფლებში: შანკევანში, ახალსოფელსა და წილკანში სასმელი წყლის ავზების შესყიდვა, თანმდები მომსახურებით - მონტაჟით. 

წილკანში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 

სოფ. ციხისძირში შიდა საუბნო გზების ასფალტობეტონის საფარით მოწყობა. 

ქ.მცხეთაში, პეტრე იბერიელის ქუჩა N 27-ის მიმდებარედ დაზიანებული საყრდენი კედლის გამაგრებითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები. 

სოფ. წილკანში, სელექციის დასახლებაში, შიდასაუბნო გზის რეაბილიტაცია. 

სოფ ძალისში - I და II მონაკვეთებზე - შიდა საუბნო გზის მოწყობის სამუშაოები. 

სოფ. ერედაში კულტურის სახლის რეაბილიტაციის სამუშაოები. 

ამ ეტაპზე გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად მიმდინარეობს დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასების პროცესი და დასრულების შემდეგ გაფორმდება ხელშეკრულება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე: 

სოფ. გალავანში, არჩილ ჩოხელის სახელობის საჭიდაო დარბაზისა და სოფ. ნავდარაანთკარში კრივის დარბაზის მიშენება-რეაბილიტაცია. 

სოფ. ბიწმენდში, ახატნის ხევის კალაპოტში ნაპირსამაგრი სამუშაოები. 

ქ. მცხეთასა და სოფ. ვაზიანში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია. 

სოფ. ნიჩბისში სტიქიის შედეგად დაზიანებული საყრდენი კედლების რეაბილიტაცია. 

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. წიწამურსა და სოფ. კოტორაანთკარში შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობა. 

სოფ. ნავდარაანთკარში შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები. 

სოფ. ქსოვრისში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის სამუშაოები.

ტენდერებზე იმფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს გვერდზე: http://mtskheta.gov.ge/ka/additional/tenders/p1


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018