მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე და დასრულებული პროექტები

მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, არსებული პირობების გაუმჯობესების მიზნით, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. 

მათ შორისაა საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული, სადაც მიმდინარე წელს სხვადასხვა პროექტები განხორციელდა. 

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას ისახავს მიზნად, რომელიც მცხეთის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 

  • საგურამოში (მე-2 და მე-6 ქუჩა) შიდა საუბნო გზების ასფალტობეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები განხორციელდა. 

მიმდინარე  სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 144499,38  ლარს შეადგენს.

  • ასევე, 33-ე და 36-ე ქუჩაზე ასფალტბეტონის საფარი დაიგო, რომლის სამუშაოებიც რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება კი 360 000 ლარს შეადგენს.
  • მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ არაშენდაში, შიდა საუბნო გზების ასფალტობეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დასრულდა. გზის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტი, მოეწყო სანიაღვრე არხები და ცხაურები. 

სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „გრანდ როუდ გრუპი“ განახორციელა. პროექტის ღირებულება 309 997 ლარია.

  • საგურამოში, ახლად რეაბილიტირებული სკვერისა და აღნიშნულ სკვერში, ილია ჭავჭავაძის ბიუსტი გაიხსნა.

პროექტი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმისა და სხვა ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით შესრულდა. 

სკულპტურა, რომლის ავტორი მოქანდაკე გიორგი კიკვაძეა, ბიზნესმენ ვაჟა უსანეთაშვილის დაფინანსებითა და მხარდაჭერით განხორციელდა.

  • სოფელ საგურამოში 21-ე ქუჩაზე საავტომობილო გზის გამყოფი გამწვანებული სივრცე მოეწყო.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ტროტუატები და ბილიკები, ბავშვთა გასართობი სივრცე ატრაქციონებით. განთავსდა სკამები, სანაგვე ურნები, დეკორატიული ლამპიონები, სასმელი წყლის დასალევი ბიუვეტი.

ბავშვთა სივრცეში და ტერიტორიის რამდენიმე მონაკვეთში მოეწყო დეკორატიული გამწვანება. არსებულ გარე განათების ლამპიონებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, შეიღება და შეიცვალა მათი სანათები.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მას მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,მ.მ“ ახორციელებს. სახელშეკრულებო თანხა 764 780 ლარია.

  • სოფელ შანკევანში,  სასმელი წყლის რეზერვუარისა და მაგისტრალური მილსადენი მოეწყო. 

რეგფონდისა და მერიის დაფინანსებით, სასმელი წყლის რეზერვუარისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

პროექტის დასრულების შემდეგ,  სოფელ შანკევანში სასმელი წყლით 100-მდე ოჯახი სარგებლობს.

  • საგურამოს დევნილთა დასახლებაში ახალი სკვერის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მოეწყობა ტრენაჟორები, ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, ფანჩატური, გარე განათების ბოძები და მოსასვენებელი სკამები, გზის სავალ ბილოკზე დაიგება დეკორატიული ფილები. 

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მას შპს “სერვისი 2015” ახორციელებს.

  • საგურამოს დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლას, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან საჩუქრად გადაეცა ორი ფორტეპიანო და 3 აკუსტიკური ინსტრუნებტი. 
  • სოფელ საგურამოში მიმდინარეოს საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. 
  • სოფლის პროგრამის ფარგლებში  გარე განათება მოეწყო საგურამოში, წიწამურში, შანკევანში, ახალსოფელში და არაშენდაში. 

აღნიშნული პროექტები ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.

  • მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოებს შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" სხვადასხვა ლოკაციაზე ახორციელებს. მათ შორის მიმდინარეობს სოფელ საგურამოსა და მისი მიმდებარე სოფლების უწყვეტი წყალმომარაგების პროექტირება.
  • დაგეგმილია სოფელ საგურამოში  გურამიშვილის სკვერისა და სოფელ ახალსოფელში სკვერის რეაბილიტაცია. ასევე, საგურამოს საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. 

მოსახლეობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა და რეაბილიტაცია მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

იხილეთ ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018