მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აღდგომლიანთკარში ახალი საავტომობილო ხიდის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა.
დასრულებული პროექტი, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილეებმა გივი გიუტაშვილმა და თამაზ ფოლოდაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩიფჩიურმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მოინახულეს.
პროექტის ფარგლებში, სოფელ აღდგომლიანთკარში, მდინარე შარახევზე, 20-მეტრიანი საავტომობილო ხიდის გზის საფარი რკინა ბეტონით დაიფარა. ხიდი მოეწყო მეტალოკონსტრუქციით, ასევე, მონოლითური რკინა ბეტონით ბურჯებისა და წყალამრიდი კედლების სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა.
თვითმმართველობის წარმომადგენლების განცხადებით, ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები სოფლის მაცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან საავტომობილო ხიდი სასაფლაოს ტერიტორიას უკავშირდება.
სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორმა კომპანია შპს ,,ხიდმშენი 99”-მა შეასრულა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 217 000 ლარს აღემატება.