მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


წილკნის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე და დასრულებული პროექტები

მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, არსებული პირობების გაუმჯობესების მიზნით, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. 

მათ შორისაა წილკნის ადმინისტრაციული ერთეული, სადაც მიმდინარე წელს სხვადასხვა პროექტები განხორციელდა. 

სოფელ წილკნის და წეროვნის დამაკავშირებელი 7 კილომეტრამდე გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დასრულდა. 

სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით შპს „ქცია’’-მ განახორციელა. პროექტის ღირებულება 2,5 მილიონ ლარამდე შეადგენს.

  • სოფელ წილკანში სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია დასრულდა. 

დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა,  მოპირკეთდა ფასადი და ინტერიერი.  

სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, ადგილზე სხვადასხვა სპორტული სახეობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ასევე,  გასახდელები და სველი წერტილები მოეწყო.  

დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი  სახელშეკრულებო თანხა 169439,13 ლარს შეადგენს.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად .

  • წილკნის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში, საბავშვო ბაღის მიმდებარედ, ახალი სკვერისა და სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი ადგილობრიცი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანიებმა განახორციელეს.

აღნიშნული სპორტული და დასასვენებელი სივრცე ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით დაიგეგმა.

სპორტული მოედანი თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო და ფეხბურთისა და კალათბურთის მოყვარულებისთვის შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა. სპორტული სივრცე ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის პოპულარიზაციას ემსახურება.

სკვერში კი პროექტის შესაბამისად მოეწყო ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, სადაც უსაფრთხოებისთვის დაიგო კაუჩუკის ფილები, ხოლო ბილიკებზე კერამიკული ფილები. დამონტაჟდა მოსასვენებელი სკამები, დეკორატიული სანათები, ურნები და დაირგო ხე-მცენარეები. ტერიტორია შემოიღობა ლითონის კონსტრუქციით. 

ერთ სივრცეში მოქცეული აღმზრდელობითი, სპორტული და გასართობი ინფრასტრუქტურა უფრო მნიშვნელოვანი და კომფორტული იქნება, როგორც პატარებისათვის, ასევე, ახალგაზრდებისა და უფროსი თაობისთვის.

  • სოფელ წილკნის დევნილთა დასახლებაში მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა თავშესაფარი გაიხსნა. 

პროექტი, რომლის საგრანტო ღირებულება დაახლოებით 1,020,000.00 აშშ დოლარს შეადგენს, აშშ-ის ევროპული სარდლობის და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მიერ დაფინანსდა.  

24 ბენეფიციარზე გათვლილი შენობა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შესაბამისი ინვენტარით უკვე აღიჭურვა. 

თავშესაფარში მყოფი მოხუცებისთვის იქნება ყველანაირი პირობა იმისათვის, რომ მათ კომფორტულად და ღირსეულად იგრძნონ თავი.

  • მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში წყალმომარაგების ჭაბურღილების, სატუმბი სადგურის, რეზერვუარების და მილსადენების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. 

პროექტი ითვალისწინებს 4 ერთეული ახალი 200 მეტრის სიღრმის ჭაბურღილის მშენებლობას, ადგილზე ეწყობა  საქლორატორო შენობები და სოფელ წილკნის განაპირა უბნისთვის ახალი რეზერვუარი.

  • სოფელ წილკანში, ჭაბურღილების სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის სახელშეკრულებო თანხა 1 245 887 ლარს შეადგენს.
  • სოფელ წილკანში, პროექტით გათვალისწინებული არმაზის ქუჩის, კილომეტრამდე გზის მონაკვეთის, მოპირკეთებას ასფალტბეტონის საფარით, მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,, B.M.C” განახორციელა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 227 699 ლარია.
  • სოფელ წილკანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
  • იგება ნახევარ კილომეტრამდე ასფალტის ფენა, ასევე ეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელი მონაკვეთები. 

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და სამუაშაოებს შპს „კადაკა“ აწარმოებს. 

სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება, რომლის სახლეშეკრულებო ღირებულება 150 000 ლარს შეადგენს.

  • სოფელ წილკანში,  3 მონაკვეთზე შიდა საუბნო გზების  სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

საგზაო ინფრასტრუქტურის კეთლმოწყობის სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მას შპს “ქცია ახორციელებს. სახელშეკრულებო თანხა 205 536 ლარს შეადგენს. 

  • სოფლის პროგრამის ფარგლებში, შიდა ქუჩებზე  150 გარე განათების სისტემა დამონტაჟდა.

წილკნის ადმინისტრაციულ ერთეულში დაგეგმილია შემდეგი პროექტები:

  • წილკანში სასმელი წყლის ავზების მონტაჟი. 
  • წილკანში ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
  • წილკანში, სელექციის დასახლებაში, შიდასაუბნო გზის რეაბილიტაცია. 
  • წილკანში იგპ დასახლებაში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია.

იხილეთ ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018