მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში ახალი ამბულატორია უახლოეს პერიოდში გაიხსნება

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში ახალი ამბულატორია უახლოეს პერიოდში გაიხსნება. 

დასრულებული სამუშაოები საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ, ჯანდაცვის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. 

აღსანიშნავია, რომ ამბულატორიის ერთ ნაწილში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრიც განთავსდება. 

მუხრანის ამბულატორიას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება მოწყობილი.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები, ცენტრალური გათბობა და საქვაბე, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა, ავტოსადგომი, გარე განათება და ლითონის ღობე. დამონტაჟდა სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა და კეთილმოეწყო ეზო. 

ცნობისათვის, აღნიშნული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 500 000 ლარს აღემატება, ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციას კი შპს "ტენდექსი" წარმოადგენს.

იხილეთ ვრცლად


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018