მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ახალგაზრდული ცენტრი წილკანში

სოფელ წილკანში ახალგაზრდული ცენტრი „კრეატიული ოთახი“გაიხსნა.

სივრცე ახალგაზრდა მუშაკებით, მენტორებით და საერთაშორისო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა ლიდერებით იქნება დაკომპლექტებული, სადაც ყოველწლიურად 200-ზე მეტ ახალგაზრდას მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს არაფორმალური განათლება, განივითაროს კომპეტენციები და ჩაერთოს ახალგაზრდულ აქტივობებში.

აღნიშნული სივრცე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ძველი ამბულატორიის შენობაში გამოყო. სარემონტო სამუშაოები  „ორბელიანი საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. აქვე, ამ პროგრამის ფარგლებში გაიხსნა სპორტული სივრცეც.

სოფელში  უკვე მესამედ ჩატარდა ახალგაზრდული ფესტივალი ცოცხალი მუსიკით, ადგილობრივი ბენდებით; წარმოდგენილი იყო ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოფენები, საერთაშორისო გაცვლითი პროექტების კუთხე.

მონაწილეებს შეხვდნენ იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მხარს უჭერენ ახალგაზრდულ ინიციატივებს. ფესტივალი დაიხურა ელექტრონული მუსიკისა და DJ-ის ფონზე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებამ ფესტივალზე გამართულ აქტივობებში გამარჯვებულ ახალგაზრდებს, მცხეთის მერიის პროექტის „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“ ფარგლებში გამოცემული წიგნი გადასცა საჩუქრად.

ღონისძიებებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018