ილიას სახელის უკვდავსაყოფად, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწოფო მუზეუმში, ტრადიციულად, ილია ჭავჭავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომელსაც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ბაჯაძე, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ, ვისთვისაც ილიას შემოქმედება და სახელის არსებობა ძვირფასი და მარადიულია.
დასახელდნენ პრემია "საგურამოსა" და ილიას მედლის 2024 წლის ლაურეატები.
ილიას მედალი, "მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთანა", ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის გადაეცემა მზექალა შანიძეს.
დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს.