დღეს, 16 სექტემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო წელი განახლდა.
ახალი სასწავლო წელი ახალი იმედების, ახალი გამოწვევებისა და ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისია.
ვულოცავთ თითოეულ მოსწავლესა და პედაგოგს სასწავლო წლის დაწყებას და ვუსურვებთ წარმატებებს განათლების რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე!