მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ღვთისმშობლობა წილკანში

21 სექტემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში ღვთისმშობლობის დღესასწაული აღინიშნა. 

წილკნის ღვთისმშობლის შობის ტაძარში, სადღესასწაულო ლიტურგია წილკნისა და დუშეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ზოსიმემ აღავლინა. 

ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით  ღია შეჯიბრება გაიმართა ქართულ ჭიდაობაში, სადაც გამარჯვებულებს პრიზები და სიგელები გადაეცათ.

საღამოს კი  კონცერტი გამართა მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციურ ცენტრთან არსებულმა ბენდმა - The light room. 

ღონისძიებას ესწრებობდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მოადგილეები თამაზ ფოლოდაშვილი და გიორგი ბაჯაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი და ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018