მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მუხრანში გზის მოასფალტება მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს გზის მოასფალტება და მოსახლეობის ეზოებამდე მისასვლელი მონაკვეთების მოწესრიგება.

სამუშაოებს, კონტრაქტორი კომპანია შპს „ბი ემ სი“ აწარმოებს და უახლოეს პერიოდში დასრულდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 711 997 ლარს შეადგენს.

მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მერის მოადგილემ თამაზ ფოლოდაშვილმა, საკრებულოს წევრმა გელა ბაქრაძემ და ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018