მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


,,ქეთევანობა- მუხრანობა” 2024

26 სექტემბერს, წმინდა დიდმოწამის, კახეთის დედოფლის ქეთევანის ხსენების დღეს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში დღესასწაული ,,ქეთევანობა - მუხრანობა“ აღინიშნა. 

დამსწრე საზოგადოებას დღესასწაული მიულოცეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა. მათ ახლად დაარსებული ,,ქეთევან დედოფლის” პრემია გადასცეს ისტორიკოს თამარ ფარჩუკიძეს.

სადღესასწაულო პროგრამის მიხედვით, ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი აქტივობები მიმდინარეობდა. მათ შორის:  საზეიმოდ გაიხსნა მუხრანის სამუსიკო სკოლა, მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების, თანამედროვე და მხატვრული ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდა მცხეთის  მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი ჯგუფების და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი,  შემეცნებით-საგანმანათლებლო ლექცია, თემატური გამოფენა, თეატრალური წარმოდგენა „ქეთევან დედოფალი“. 

ღონისძიებას ესწრებონენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მოადგილებთან ერთად, მცხეთის მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი, მცხეთის მერის მოადგილეები თამაზ ფოლოდაშვილი, გიორგი ბაჯაძე, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი მოადგილეებთან ერთად, საკრებულოს დეპუტატები და მერიის თანამშრომლები. 

დღესასწაული დატვირთული იყო სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებით.

„ქეთევანობა-მუხრანობის“ დღესასწაული მომღერალ ანრი ჯოხაძისა და ბენდის გალა-კონცერტით დასრულდა.

საღამოს უძღვებოდა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი კალანდია.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018