მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ძეგვის ცენტრის აღსაზრდელები საქპატენტის რთველში

საქპატენტის მცხეთის სათაო ოფისის ტერიტორიაზე გაშენებულ ვენახში რთველი გაიმართა.

რთველში მონაწილეობდნენ ძეგვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის ბავშვები, ცენტრის ხელმძღვანელი და მათი მშობლები. 

ყურძნის კრეფის პროცესში თანამშრომლებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე. მასში მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა და სტუმრებმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციიდან (WIPO).

ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელებმა, რთველის სხვა მონაწილეებთან ერთად, უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა ყურძნის დაწურვის პროცესში და საკუთარი ხელით დაამზადეს ჩურჩხელებიც.

 ცენტრის ბენეფიციარებმა დაათვალიერეს ორგანიზაციის საგამოფენო სივრცე და მიიღეს სამახსოვრო საჩუქრები, მათ შორის, საქპატენტის პოლიგრაფიაში დაბეჭდილი საბავშვო ზღაპრები ინტელექტუალური საკუთრებს ობიექტების შესახებ, კომიქსები და პროექტის „კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრების სწავლება საქართველოს სკოლებში“ ფარგლებში მომზადებული შემეცნებითი სასწავლო მასალები.

ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018