მიმდინარე წლის 17 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობის ფარგლებში, გერმანიის ქ. ბიბერახში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ქალბატონი მარინა ზურაბიშვილი, მერიის განათლების, კულტურის და სპორტის ა(ა)იპ- ებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ქალბატონი მაია მაჩხანელი და თელავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ვიზიტის მთავარი თემა „საბავშვო ბაღების მეთოდოლოგია“ გახლდათ. ვიზიტის ფარგლებში შესრულდა პრაქტიკული და თეორიული სამუშაოები: მენეჯმენტი საბავშვო ბაღებში - ადამიანური რესურსის განაწილება და სამუშაო ინსტრუქციები; სასწავლო მეთოდოლოგია - მონტესორი, ვიგოტსკი, პიაჟე, სასწავლო პროცესის გეგმის ნიმუში და დღის განრიგი, მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამუშაო გეგმები ბაღებში; აღსაზრდელის განვითარების ინდივიდუალური გეგმა, აღსაზრდელთა განვითარების შეფასების ინსტრუმენტები და პერიოდულობა, სასწავლო თვალსაჩინოებები- კონკრეტული სასწავლო აქტივობების დაგეგმვა ბაღებში; სასკოლო მზაობის უზრუნველყოფა და მშობელთა ჩართულობა. სტუმრები დიდი პატივით და სამუშაო შეხვედრის ფორმატში მიიღო, ბიბერახის მერმა ბატონმა ნორბერტ ცაიდლერმა. შეხვედრაზე განხილული იქნა სხვადასხვა ქალაქების მათ შორის ბიბერახის და თელავის ურთიერთობა, თუ რა მნიშვნელობა აქვს უკვე დანერგილი და აპრობირებული მეთოდოლოგიის გაზიარებას მათთვის. ვიზიტის დასასრულს სტუმრებს, ბიბერახის მერმა პირადად გადასცა სამახსოვრო საჩუქრები.