მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთაში იუსტიციის სახლი აშენდება

კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი შეემატება ქალაქს, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო განახორციელებს. მცხეთის მოსახლეობას კი საშუალება ექნება იუსტიციის სახლის 500-მდე სერვისი კომფორტულ და თანამედროვე გარემოში მიიღოს.

იუსტიციის სახლის მშენებლობის ადგილას, სამხედრო ქუჩა №9-ის მიმდებარედ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თანმხლებ პირებთან ერთად, სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა. 

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე,  იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მცხეთის იუსტიციის სახლში ქორწინების მსურველი წყვილებისთვის ქორწინების სახლიც განთავსდება. ნებისმიერ წყვილს საშუალება ექნება, ქორწინების რეგისტრაცია დახვეწილი დიზაინის მქონე ქორწინების სახლში საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს, სადაც მათ სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით გაფორმებული სივრცე დახვდებათ.

 იუსტიციის სახლის ფილიალი მორგებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. 

მცხეთის იუსტიციის სახლი მუნიციპალიტეტში რიგით მეორე ფილიალი იქნება. ჩვენთან, სოფელ მუხრანში უკვე ფუნქციონირებს იუსტიციის სახლი.

ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018