მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე გივი გიუტაშვილმა, სოფელ ბიწმენდში და ჯიღაურაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
სოფელ ბიწმენდში ახალი სკვერის, საგზაო ინფრასტრუქტურის და ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სკვერში მოეწყობა საბავშვო გასართობი სივრცე ატრაქციონებით, მოსასვენებელი სკამებით, განათების ბოძებით. დაირგვება ხე-მცენარეები.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მას შპს „სერვისი 2015“ ახორციელებს.
ასევე, მიმდინარეობს შიდა საუბნო გზის ასფალტ-ბეტონით მოწყობის სამუშაოები. ეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელი მონაკვეთები.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და შპს "ჩაგელა" ახორციელებს. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 227 647 ლარს შეადგენს.
აქტიურად მიმდინარეობს ახატნის ხევის ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოებიც (მე-2 კედელი). იგი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, სამუშაოებს შპს "ირლანი" ახორციელებს. სახელშეკრულებო ღირებულება 2 მილიონ ლარამდე შეადგენს.
სოფელ ჯიღაურაში შიდა საუბნო გზის აფალტ-ბეტონით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და მას შპს "ჩაგელა" ახორციელებს. სახელშეკრულებო ღირებულება 222 998 ლარს შეადგენს.