"თბილისობის" დღესასწაულს მცხეთის მუნიციპალიტეტი შეუერთდა.
ღონისძიების ფარგლებში, გ. ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, წარდგენილ იქნა ფოლკლორი, ეთნოგრაფიული პერფორმანსი, გამოფენები, კულინარია და ღვინის კუთხე.
ღონისძიებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და სხვა ზელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.