მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


კოლხური ხოხობი ქსოვრისში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში, 100 ფრთა კოლხური ხოხობი ველურ ბუნებაში გაუშვა. პროცესში ჩართულნი იყვნენ ქსოვრისის  ადმინისტრაციის წარმომადგენლები ადგილობრივებთან ერთად. 

აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება  უწესრიგო ნადირობების შედეგად ბუნებაში შემცირებული სახეობების აღდგენა-გამრავლების ხელშეწყობისთვის.

ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტი 2016 წლიდან ხორციელდება. 

პროექტის ფარგლებში,   მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა  ტერიტორიაზე წინა წლებშიც  მოხდა გადაშენების პირას მყოფი კოლხური ხოხბისა და კაკბის პოპულაციის ზრდის მიზნით მათი ბუნებაში გაშვება.

მასშტაბურ პროექტს საქველმოქმედო ფონდი „აგრო ქართუ“ ახორციელებს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018