13 ოქტომბერს, მცხეთის მერიაში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა ,,სვეტიცხოვლობა - მცხეთობის“ დღესასწაულზე მცხეთასთან დამეგობრებულ ქალაქებიდან ჩამოსულ დელეგაციებს უმასპინძლა.
სადღესასწაულო ზეიმზე მოწვეული იყვნენ მეგობარი ქალაქების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესტონეთიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან, ლიეტუვადან, თურქეთიდან, გერმანიიდან და სომხეთიდან.
შეხვედრის მონაწილეებმა ადგილობრივ ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადეს მოწვევისა და მეგობრული დახვედრისთვის.
შეხვედრას, ესწრებოდნენ მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი კვახაძე და გიორგი ჯიქია, ქალაქ მცხეთაში მერის წარმომადგენელი ილია ჯიშკარიანი.
შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.