მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მუხრანში ახალი ამბულატორია გაიხსნა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში ახალი ამბულატორია გაიხსნა, რომელშიც განთავსებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრიც. 

ამბულატორია აღჭურვილია საჭირო ინვენტარით. სამედიცინო ცენტრში მოსახლეობას მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მოემსახურებიან. სოფლის ექიმების გარდა პაციენტებს კონსულტაციას, გარკვეული პერიოდულობით, თბილისიდან მიწვეული  სხვადასხვა პროფილის ექიმები გაუწევენ. 

შენობაში ინტეგრირებულია ტელემედიცინის აპარატიც, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დერმატოლოგის, კარდიოლოგის, ოტორინოლარინგოლოგისა და ოფთალმოლოგის კონსულტაციების დისტანციურად ჩატარება. ის ხელს უწყობს სკრინინგისა და დიაგნოსტიკური სერვისების განვითარებას. ასევე, ზრდის ხელმისაწვდომობას ხარისხიან ჯანდაცვაზე. 

ამბულატორია მუხრანსა და ქანდას 7000-მდე მცხოვრებს მოემსახურება, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი კი - მუხრანსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018