მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ციხისძირში მიმდინარე პროექტები

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილესთან თამაზ ფოლოდაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჯიქიასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად  სოფელ ციხისძირში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

სოფელში შიდასაუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. იგება ასფალტის ფენა. მოწესრიგდება მოსახლეობის ეზოებთან მისასვლელი მონაკვეთები. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 284 828 ლარს შეადგენს.

ასევე,  მცხეთის რაიონის ტერიტორიაზე არსებული სპორტული მოედნების მოწყობა - რეაბილიტაცია და ფრაგმენტული შეკეთების სამუშაოების ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, დასახლებაში არსებულ სკვერში ფიტნეს ზონა მოეწყო, დამონტაჟდა ტრენაჟორები. 

პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და სამუშაოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018