მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მერის წარმომადგენელთან მუხრანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზურაბ მიქელაძესთან და საკრებულოს წევრებთან გელა ბაქრაძესა და ლევან ჩუგუაშვილთან ერთად, მუხრანში კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა, გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას.
სოფელ მუხრანში საცხოვრებელი კორპუსების ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. აღნიშნული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 523 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „მალგიო“ ასრულებს.