სტრატეგიული დოკუმენტის დასახელება: „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა“
დამგეგმავი ორგანო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალი: „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილებით განსაზღვრული ყველა მაღალმთიანი დასახლება
2018 წლის 29 ოქტომბრის N01/3905 წერილით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამინისტროს მომართა სკრინინგის განცხადებით და წარმოადგინა „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის 2019-2023“ პროექტი.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ნოემბრის N2-959 ბრძანების„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის 2019-2023“ პროექტზე სკრინინგის გადაწყვეტილების შესახებ“ თანახმად, წარმოდგენილი სტრატეგიული დოკუმენტი პროექტი არ დაექვემდებარა სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას. ამჟამად, სამინისტროში წარმოდგენილია სტრატეგიის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი.
წარმოდგენილ სკრინინგის განცხადებასა და სამოქმედო გეგმის პროექტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის 4 აპრილამდე მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge