მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ციხისძირში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. რეაბილიტაცია უკეთდება სკოლის ეზოში არსებულ სპორტულ მოედანსაც.

მიმდინარე პროექტები დაათვალიერა, მშენებლებს შეხვდა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მოადგილესთან, თამაზ ფოლოდაშვილთან და მერის წარმომადგენელთან ციხისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში, დიმიტრი ნიჟარაძესთან ერთად.

პროექტის ფარგლებში სკოლა დაიხურა თუნუქის სახურავით, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, განახლდა ჭერები და იატაკები, მოწესრიგდა სველი წერტილები, დამონტაჟდა ახალი განათებისა და გათბობის სისტემები.   შშმ პირების კომფორტულად გადაადგილებისთვის დამონტაჟდა სამგზავრო ლიფტი, მოპირკეთდა სკოლის ეზო და შეიღება შენობის გარე ფასადი.

პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს ,,იელი”  ასრულებს.

მცხეთის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე არსებული სპორტული მოედნების მოწყობა - რეაბილიტაცია და ფრაგმენტული შეკეთების სამუშაოების ფარგლებში კი სკოლის ეზოში არსებულ სპორტულ მოედანს უკეთდება რეაბილიტაცია. შეიცვალა ხელოვნური საფარი, შემოისაზღვრა ახალი ბადე-პანელებით და დამონტაჟდა განათების სისტემა. 

ციხისძირის სკოლაში, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსწავლეებსა და პედაგოგებს განახლებულ, კეთილმოწყობილ გარემოში შეეძლებათ სასწავლო პროცესის გაგრძელება.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018