მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, საკრებულოს წევრმა გელა ბაქრაძემ და ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.
პროექტის ფარგლებში ერთ უბანში, შიდა საუბნო გზაზე მოასფალტება და მოსახლეობის ეზოებამდე მისასვლელი მონაკვეთების მოწესრიგება დასრულდა, ხოლო მეორე უბანში ასფალტის დაგებამდე სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, რომელსაც კონტრაქტორი კომპანია შპს „ბი ემ სი“ ახორციელებს, სახელშეკრულებო ღირებულება 711 997 ლარს შეადგენს.