მცხეთაში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მუნიციპალური ნახევარფინალური და ფინალური თამაშები გაიმართა მინი ფეხბურთში გოგონებსა და ვაჟებს შორის.
ვაჟებში ერთმანეთს მცხეთისა და ძალისის საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ და ჩემპიონი მცხეთის პირველი საჯარო სკოლა გახდა.
გოგონებში კი მცხეთის პირველმა საჯარო სკოლამ სძლია ძეგვის საჯარო სკოლას.
მინი ფეხბურთში აღნიშნული ასპარეზობა მცხეთის საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.
გამარჯვებული სკოლის გუნდები შემდგომ ეტაპზე რეგიონულ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.