ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში, ჭიდაობა სამბოში ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა.
საქართველოდან წარდგენილ სპორტსმენებს შორის ასპარეზობდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები: სოფელ წილკანიდან გიორგი ცოციაშვილი და წეროვნიდან - ფრიდონ ზურაბიანი. ორივე მოჭიდავემ წარმატებით იასპარეზა აღნიშნულ ტურნირზე და საპრიზო ადგილები დაიკავეს.
გიორგი ცოციაშვილმა ტურნირზე დაამარცხა…. და ვეტერანთა შირის M1 98 წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის წოდება დაიმსახურა, ხოლო ფრიდონ ზურაბიანმა M1 +98 წონით კატეგორიაში ვეტერანთა შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს სპორტსმენებს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს შემდგომ შეჯიბრებებში.