მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ჯიღაურაში შიდა საუბნო გზების მოასფალტების სამუშაოები დასრულდა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში შიდა საუბნო გზების ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დასრულდა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა.

საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილმა და მცხეთის საკრებულოს წევრმა ჯონდო მუზაშვილმა, ერთად დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში გზის მოასფალტება ნახევარ კილომეტრიან მონაკვეთზე განხორციელდა. ასევე, მოსახლეობის ეზოებამდე მისასვლელი ადგილები მოეწყო.

სამუშაოები შპს "ჩაგელა"-მ განახორციელა, რომლის  სახელშეკრულებო ღირებულებამ  222 998 ლარი შეადგენა.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018