სკვერის დასრულებული სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილმა, საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერეს.
სოფელში, პროექტის ფარგლებში მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცე ატრაქციონებით, მოსასვენებელი სკამებით, განათების სისტემით და დაირგო ხე-მცენარეები.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ- შპს „სერვისი 2015“ -მა განახორციელა. ფოტოები ვრცლად