მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ და მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. 

სოფელ წინამძღვრიანთკარში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია აწარმოებს. სახელშეკრულებო თანხა 207 776 ლარს შეადგენს. 

შიდა საუბნო გზების ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დასრულდა სოფლებში ზაქაროსა და ბიწმენდში, რომლებიც რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. 

სამუშაოები მერიის კონტრაქტორმა კომპანიებმა განახორციელეს, ზაქაროში  სახელშეკრულებო თანხით 410969 ლარი, ხოლო  ბიწმენდში - სახელშეკრულებო ღირებულებით 245298  ლარი.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018