მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


8 ნოემბერი, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე

8 ნოემბერს, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, უდიდესი ერისკაცის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. მისი დაბადებიდან 187 წელი შესრულდა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საგურამოში გამართულ ღონისძიებებს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მერის მოადგილეები თამაზ ფოლოდაშვილი და გიორგი ბაჯაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები და რიგითი მოქალაქეები, ვისთვისაც ილიას შემოქმედება და  სახელი ძვირფასი და მარადიულია.

ღონისძიებების ფარგლებში, ილიას მკვლელობის ადგილას, სადაც დღეს აღმართულია ობელისკი, მარადიული სიცოცხლის სიმბოლოდ, ზეთის ხილის ხე დაირგო.

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის ეზოში პრემია „საგურამოს“ და ილიას მედლის ლაურეატთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც წინ უძღოდა ბავშვთა ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. 

საღამოს,  მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციურ ცენტრში გაიმართა ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობისა და კომპოზიტორის ზაზა კილასონიას კონცერტი.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018