წილკანში, სელექციის დასახლებაში, შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში იგება ორ კილომეტრამდე ასფალტის საფარის პირველი ფენა, გაკეთდება 30 მეტრის სიგრძის სანიაღვრე არხი, ჩაიდება 3 წყლის გასასვლელი მილი და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელი გზის მონაკვეთები მოწესრიგდება.
მიმდინარე სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, დიმიტრი ზურაბიშვილამა დაათვალიერა მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.
პროექტი მრავალწლიანი შესყიდვით ხორციელდება და სამუშაოები მომავალ წელსაც გაგრძელდება. მისი სახელშეკრულებო თანხა 707 000 ლარია, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ჩვენი პრიორიტეტია ხელი შევუწყოთ ადგილობრივი მოსახლეობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.