აქტიურად გრძელდება წეროვნის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობა.
ამ ეტაპზე, ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ წეროვნის კვლევითი ინსტიტუტის დასახლებაში (530 998 ლ.), რომელსაც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია სახელშეკრულებო ღირებულებით ახორციელებს.
პროექტი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა მოადგილესთან თამაზ ფოლოდაშვილთან, ზედამხედველობის სამსახურისა და ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
პროექტის ფარგლებში, იგება ორ ფენად ასფალტის საფარი და მოწესრიგდება მოსახლეობის სახლებამდე შესასვლელი მონაკვეთები.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.