მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გოროვანში ერთ-ერთი შიდა საუბნო გზის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 396 542 ლარს შეადგენს და სამუშაოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს.
აღნიშნული სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილეებთან თამაზ ფოლოდაშვილთან და გიორგი ბაჯაძესთან, ასევე, ზედამხედველობის სამსახურისა და ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
შიდა საუბნო გზაზე იგება ორ ფენად ასფალტის საფარი და მოწესრიგდება მოსახლეობის ეზოებამდე მისასვლელი მონაკვეთები.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.