მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფელ ძეგვს ახალი სკვერი შეემატა

ძეგვის ადმინისტრაციულ ერთეულს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი შეემატა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო დასასვენებელი სივრცე და საბავშვო კუთხეები. მიმდინარეობს სპორტული კუთხის მოწყობის სამუშაოები. დასრულებულია კალათბურთის სათამაშო სივრცე და გათვალისწინებულია სავარჯიშო ტრენაჟორების მონტაჟი.

სკვერი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი. საბავშვო სივრცის მიმდებარე ტერიტორია, უსაფრთხოების მიზნით, დაფარულია კაუჩუკის საფარით.

აღნიშნული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 397 997 ლარს შეადგენს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018