მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


შიდა საუბნო გზების ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში (იგპ დასახლება),  შიდა საუბნო გზების ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდისა და  ადგილობრივი ბიუჯეტის  დაფინანსებით ხორციელდება. 

საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ  და მერის მოადგილემ თამაზ ფოლოდაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

პროექტი უახლოეს პერიოდში დასრულდება, სადაც გზის მოასფალტება ორ  კილომეტრიან მონაკვეთზე ხორციელდება. ასევე, ეწყობა მოსახლეობის ეზოებამდე მისასვლელი ადგილები. 

სამუშაოებს შპს "ბიემსი" ახორციელებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება  997 000 ლარს შეადგენს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018