სოფელ მუხრანში, სამების სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი გზისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტი, რომლითაც გათვალისწინებულია ტერიტორიის მოასფალტება, ბორდიულებისა და ავტოსადგომის მოწყობა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მუხრანის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელ ზურაბ მიქელაძესთან და მცხეთის საკრებულოს წარმომადგენელ გელა ბაქრაძესთან ერთად მოინახულა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 339 700 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2025 წლის გაზაფხულზე დასრულდება.