მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისში შიდა საუბნო გზების ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში გზის მოასფალტება ორ კილომეტრიან მონაკვეთზე ხორციელდება. ასევე, ეწყობა მოსახლეობის ეზოებამდე მისასვლელი ადგილები.
სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 574998 ლარს შეადგენს.