მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის საფეხბურთო სკოლას ახალი სპორტული ინვენტარი გადაეცა

29 მარტს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ბაქრაძემ და ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორმა ზაზა დოლიძემ მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის მწვრთნელებს სპორტული ინვენტარი გადასცეს. ფეხბურთის განვითარების ფონდმა მცხეთის საფეხბურთო სკოლას 2018 წლის დეკემბერში გრანტის სახით 15 000 ლარი გამოუყო სპორტული ინვენტარის შესაძენად. საფეხბურთო სკოლის მიერ ამ თანხით შეძენილ იქნა ბურთები, კარის ბადეები, ფიშკები(ნიშნები), სასტვენები, წამზომები, ნასოსები, მეკარის ფორმები, ხელთათმანები, გადასაცმელები, საკრეჭი მანქანა და მწვრთნელებისთვის სპორტული ეკიპირება.

 


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018