წელს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პირველი ეტაპის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა.
ამჟამად, მიმდინარეობს ერთის მშენებლობა, ხოლო რეაბილიტაცია უტარდება 5 საბავშვო ბაღს.
სოფელ ჩარდახსა და პატარა ქანდაში დასრულებული საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია და ერთსართულიანი შენობები ორ ჯგუფზეა გათვლილი.
მცხეთაში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში კი მიმდინარეობს 100 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი, ორსართულიანი საბავშვო ბაღის მშენებლობა.
პროექტების მიხედვით საბავშვო ბაღებში, ეწყობა შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. შენობები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის.
მუნიციპალიტეტში, ასევე, ხდება არსებული საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაც.
მიმდინარეობს 5 საბავშვო ბაღის: მცხეთის III , საგურამოს, ძეგვის, გალავნის, მისაქციელის რეაბილიტაცია.
საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა სამ ეტაპს მოიცავს და მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.