მცხეთაში, 25 დეკემბერს, საზეიმო ვითარებაში აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ასევე, ახალი საახალწლო განათებებით მოირთო მცხეთის ცენტრალური მოედანი.
ღონისძიებაზე საბავშვო საახალწლო გასართობ შოუ პროგრამასთან ერთად, ასევე, გაიმართა ჯგუფ "გუფი ლენდის" და მასტერის კონცერტი.
ადგილობრივ მცხოვრებლებთან და ქალაქის სტუმრებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი , მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
„საქართველოს უძველესი სატახტო დედაქალაქიდან თითოეულ მოქალაქეს მინდა მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი. ვუსურვო ჯანმრთელობა, მშვიდობა, სიკეთე, სიხარული. 2024 გამოწვევებით სავსე წელი იყო საქართველოსთვის. დარწმუნებული ვარ 2025 იქნება მშვიდობის, განვითარების და სტაბილურობის მომტანი წელი. მინდა განსაკუთრებით მივულოცო ჩემს მცხეთელებს დამდეგი ახალი 2025 წელი, განახლებული და კიდევ უფრო მეტად დამშვენებული ქალაქიდან, მცხეთიდან. ჩვენ ერთად, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ“ - მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე.
„მინდა ჩვენს ძვირფას მოსახლეობას მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი, ვუსურვო მათ ბედნიერი, წარმატებული და მშვიდობიანი ახალი 2025 წელი. ჩვენს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ბევრი ახალი სასიკეთო ცვლილება განხორციელდა. მინდა ვისურვო, რომ მომავალი წელი ყოფილიყოს კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი, როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის, ასევე მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის“ - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი.