მცხეთაში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საახალწლო ღონისძიება „ახალი წლის დღეები საქართველოში“ გაიმართა.
საახალწლო პროგრამის ფარგლებში, 14:00 საათიდან, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები.
მიმდინარეობდა ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ტერიტორიაზე განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
საღამო კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდა.
ახალი წლის დღეები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მცხეთაში მეოთხედ გაიმართა.
ღონისძიებები წელს 21 დეკემბერს დაიწყო და 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.