მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთაში არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს

მცხეთაში, ძველი კინოთეატრის შენობის ბაზაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი არქეოგიური მუზეუმის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. მშენებლობა დაათვალიერეს და მშენებლებს მიმდინარე სამუშაოებზე ესაუბრნენ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე და მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი. მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ნიციატივითა და შუამდგომლობით გადაწყდა. დაარქივებული სამუზეუმო ექსპონანტების საფრთხის ქვეშ არსებობა და მათი მიუწვდომლობა დაიტერესებულ პირებისა და ტურისტებისთვის საფუძველი გახდა არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობისა, რომლის პროექტი UNESCO -ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მითითებების მიხედვითა და მუზეოგრაფიის სტანდარტის დაცვით შემუშავდა. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება. მშენებლობას მეთვალყურეობას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია უწევს. შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ სამუზეუმო სივრცეში განთავსდება ის 23 ათასამდე არქეოლოგიური არტეფაქტი, რომლებიც ამ დრომდე საცავებში ინახება. ახალ მუზუმში დაიდებს ბინას სამუზეუმო კოლექციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი – ძვირფასი ლითონების კოლექციაც. პროექტის ფარგლებში არსებული შენობის სივრცეში ინტეგრირებული არქეოლოგიური ძეგლის – „მცხეთის კარიბჭის“ საკონსერვაციო სამუშაოებიც ჩატარდება. მოეწყობა საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, ფონდსაცავები, კაფეტერია, ვიზიტორთა და ადმინისტრაციული სათავსები. მუზეუმის მიმდებარე საზოგადოებრივი სივრცე კეთილმოეწყობა და აღიჭურვება გარე განათებით, ავტოსადგომით და სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტებით. პროექტი 2018 წლის მარტში დაიწყო და მისი ღირებულება 8 მილიონ ლარს აჭარბებს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმი 2020 წლისთვის დასრულდება. აღნიშნული მშენებლობის დასრულების შემდეგ მუზეუმ ქალაქს თანამედროვე სტანდარტების მქონე მაღალი დონის მუზეუმი ექნება. მცხეთის ტურისტულ მარშრუტს კი კიდევ ერთი საინტერესო ადგილი შეემატება.

   

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018