მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სპორტული მოედნების მშენებლობა რეაბილიტაცია

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სპორტის პოპულარიზაციისთვის ეწყობა და რეაბილიტაცია უტარდება სპორტულ ინფრასტრუქტურას, მათ შორისაა სპორტული მოედნები. 

2024 წელს სპორტული მოედნების მშენებლობა რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო   1 168 695 ლარი, ხოლო სოფლის პროგრამის ფარგლებში 32 800 ლარი. 

აშენდა ახალი სპორტული მოედნები სოფელ ფრეზეთში და წეროვნის დევნილთა დასახლებაში. რეაბილიტაცია ჩაუტარდათ: სოფელ ძეგვში, ძალისში,  წილკანში, ციხისძირში (სკოლის მიმდებარედ), ციხისძირში (საბავშვო ბაღის მიმდებარედ), ახალ ნიჩბისში, მცხეთაში-აგურის ქარხსნისა და სადგურის დასახლებებში. 

ამჟამად, მიმდინარეობს სპორტული მოედნის რეაბილიტაცია სოფელ ქსანში, უახლოეს პერიოდში კი, მცხეთის ცენტრში არსებული მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაიწყება. 

სოფლის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა სპორტული მოედნის რეაბილიტაცია  გალავანში. ჯიღაურასა და ახალუბანში კი სატრენაჟორო სივრცეები მოეწყო.

ფოტოები ვრცლად



© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018