მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა, მიმდინარე და 2025 წელს დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
ყურადღება გამახვილდა დასუფთავების საკითხებზე და მისი მომსახურების გაუმჯობესებაზე.
ასევე, განიხილეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, რომლის განხორციელება სოფლებში უნდა უზრუნველყონ ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.
3 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლებში საერთო კრებების გაიმართება.
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად , აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია 846 000 ლარი, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდება.
მნიშვნელოვანია, რომ განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობას ადგილობრივი მოსახლეობა თავად განსაზღვრავს.
ეს პროგრამა, ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელს ქვემოთ მითითებულ ბმულზე: http://mtskheta.gov.ge/ka/structure/administrative-units