მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


კომისიის სხდომა

29 იანვარს,  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თამაზ ფოლოდაშვილი უძღვებოდა. 

სხდომაზე, თამაზ ფოლოდაშვილმა, კომისიის წევრებთან ერთად მოქალაქეთა განცხადებები განიხილა.

კომისია პროგრამის შესაბამისად განსაზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების  დახმარებას.

2024 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამით  ისარგებლა 6954 ბენეფიციარმა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახარჯულმა თანხამ  2,682.600  ლარი შეადგინა. მათ შორის: 

  • სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსებამ შეადგინა 1 108 654 ლარი, ისარგებლა  1482 ბენეფიციარმა.
  • აუტისტური სპექტრის და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე 107 ბენეფიციარს გაეწიათ 209 625 ლარის  ფინანსური დახმარება.
  • დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულია 29 ბენეფიციარი  
  •  სამ  შშმ. პირს დღის ცენტრის მომსახურეობა დაუფინანსდა 
  • ცელიაკიით დაავადებულ 5 ბენეფიციარზე დახმარებამ  შეადგინა 5500 ლარი. 
  • გარდაცვლილი ვეტერანის სარიტუალო ხარჯი დაფინანსდა  250 ლარით. 
  • ერთჯერადი ფინანსური დახმარება  927 ბენეფიციარზე გაიცა, დაფინანსებამ  123 600 ლარი შეადგინა.
  • მესამე და მომდევნო შვილის შეძენის გამო 73 ბენეფიციარს ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწია 26 300 ლარის ოდენობით .
  • 4 ბენეფიციარს რომელსაც შეუსრულდა 100 და მეტი წელი გადაეცა 1000 ლარი.
  • ხანძრის შედეგად დაზარალებულ 8 ბენეფიციარის  ფინანსურმა დახმარებამ შეადგინა 51 500  ლარი.
  • ხანძრის შედეგად დაზარალებული და თავშესაფრის არმქონე პირების ქირით უზრუნველყოფაზე გაიხარჯა 3200 ლარი. 
  • 18- წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით (ინსულინ დამოკიდებული) დაავადებული პირების საკურორტო  დახმარება მიიღო 2 ბენეფიციარმა, საერთო თანხით 2000 ლარი.
  • დედის დღესთან დაკავშირებით მრავალშვილიან 400 დედას გადაეცა  ტკბილეულის  კალათა.
  • 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ერთ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე მიიღო 500 ლარი.
  • აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიცა 1745  სასურსათო პაკეტი. 
  • გადასახური მასალა გადაეცა 265 ოჯახს. 
  • ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით 1900 ბენეფიციარმა მიიღო სასურსათო კალათი.

პროგრამის მოქმედების სფეროს და მისი მოსარგებლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მცხეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე : http://mtskheta.gov.ge/ka/additional/social-programs/p1

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018