მცხეთის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციურ ცენტრში, სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის 2024 წლის წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოება გაიმართა.
სპორტული წარმატებებისათვის ა(ა)იპ სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის მაღალი შედეგების მქონე სპორტსმენები და მწვრთნელები მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა მიხეილ ბუჯიაშვილმა და გიორგი კვახაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდული განყოფილების უფროსმა თამაზ გრძელიშვილმა დააჯილდოვა.
ა(ა)იპ სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლაში შექმნილმა დროებითმა სამუშაო კომისიამ, 2024 წლის შედეგების მიხედვით გამოავლინა 12 წარმატებული სპორტსმენი და 5 მწვრთნელი, რომლებიც დიპლომებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიება, ა(ა)იპ სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.