მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


წილკნის დევნილთა დასახლებაში გზის საფარი იგება

სოფელ წილკნის დევნილთა დასახლებაში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

მიმდინარე სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, დიმიტრი ზურაბიშვილმა მოადგილეებთან, თამაზ ფოლოდაშვილთან და გიორგი ბაჯაძესთან, ასევე,  ახალგორის გამგებელთან, გელა შერმადინთან ერთად მოინახულა.

პროექტის ფარგლებში ორ კილომეტრამდე ასფალტის საფარი დაიგება. სამუშაოები გასული წლიდან ხორციელდება და მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. გზის დაგეგმილ მონაკვეთებზე განხორციელებული სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას კომფორტული და კეთილმოწყობილი გზით შეეძლება გადაადგილება.

გზის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდება, რომლის სახელშეკრულებო თირებულება 997 000 ლარია.

სამუშაოებს მცხეთის მერიის  კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018